პატარა ენჰო იუტაკაიამამ სცემა - ჰაკუჰოს დოჰიოდან გაურბიან

ენჰოს ბრძოლა, ყველაფერთან ერთად, კომიკურიც გამოდგა

კიუშუ ბაშოს მერვე დღემ განსაკუთრებული მოულოდნელობის გარეშე ჩაიარა. უკვე ვწერდით, რომ, მიუხედავად მდევრებთან მხოლოდ 1 გამარჯვებით უპირატესობისა, თეთრი ფენიქსი იმპერატორის თასს მოიგებს. მისი დამმარცხებელი რომ მხოლოდ ტრავმაა და არა ტამავაში, შერკინებამდეც ყველამ ვიცოდით. ტამავაშიმ დოჰიოდან ფეხი ჰაკუჰოს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გადადგა. მონღოლ იოკოძუნას ამ სპორტში უხერხული მეტოქეები არ ჰყავს და, მოქმედ სუმოტორებს შორის, ვისაც 5-ჯერ მაინც შერკინებია, ურთიერთშეხვედრებში ყველასთან უპირატესობას ფლობს.

 

ჰაკუჰო - ბალანსი - 7:1

 

ტამავაში - ჰაკუჰო

 


 

ოძეკი ტაკაიასუ შემდეგ ბაშოს სეკივაკეს რანგში შეხვდება. მან ტრავმის გამო ასპარეზობის გაგრძელება ვეღარ მოახერხა და კიუჯო (ტურნირიდან თავი მოიხსნა) გამოაცხადა. ტახი ღირსეული ოძეკი იყო და მომავალში მისი 10 გამარჯვება (რანგის დაბრუნება) გაგვიხარდება...

 

ოძეკი ტაკაკეიშოც ტრავმირებული ასპარეზობს, თუმცა საქმე შედარებით კარგად მისდის და დღეს მეისეისთან მეხუთე გამარჯვებაც მოიპოვა. მან ტრადიციული კიმარიტეთი - ოშიდაშით მოიგო.

 

ტაკაკეიშო - ბალანსი - 5:3

 

ტაკაკეიშო - მეისეი

 


 

მიტაკეუმიმ ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ, მიყოლებით მეორე გამარჯვება მოიპოვა.  თუ სასწაული მოხდა და დარჩენილ 7 შერკინებაში ყველას მოიგებს, შესაძლოა ოძეკის წოდებაც მიიღოს, რაც ნაკლებ სავარაუდოა.

 

მიტაკეუმი - ბალანსი - 4:4

 

მიტაკეუმი - აოიამა

 

 

ყველაზე მსუბუქწონოსანი სუმოტორი, ენჰო იუტაკაიმასთან ძალიან დაიჩაგრა. ის ჯერ სცემეს, ბოლოს კი დოჰიოზეც დაანარცხეს

 

ენჰო - ბალანსი - 4:4