სტერლინგი? შეგვიძლია, ფეხი მოვატეხოთ...

კოსოვოს ნაკრების მწვრთნელ ბერნარდ შალანდს ჰკითხეს, თუ როგორ აპირებს რაჰიმ სტერლინგის განეიტრალებას. 

როგორც იცით, კოსოვო–ინგლისი შესარჩევის ჯგუფის ბოლო მატჩია და სატურნირო დატვირთვა არ აქვს: ინგლისელები პირველზე გავიდნენ, ბალკანელები – მესამეზე.

 

„სტერლინგის ნაკრებში დაბრუნება ჩვენთვის არცთუ კარგია. ის ერთ–ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე. პირველ შეხვედრაშიც ვიგრძენით, როცა 3:5 წავაგეთ. სტერლინგის წინააღმდეგ გუნდურად ვითამაშებთ და იმედია, საუკეთესო მატჩს ვერ ჩაატარებს. როგორ უნდა შევაჩეროთ? უკვე ვთქვი. ისე, შეგვიძლია ფეხი მოვატეხოთ, მაგრამ ეს კოსოვოს ნაკრების სტილში არ ჯდება“ – განაცხადა შალანდმა.

 

კოსოვოელები, როგორც იცით, ერთა ლიგის ნახევარფინალში არიან, სადაც ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოუწევთ გასვლაზე თამაში. მეორე წყვილი კი, როგორც იცით, საქართველო–ბელარუსია.