ინდიანა ბრუკლინთან მატჩის წინ

ინდიანა ისტორიულად, ბრუკლინისთვის (მანამდე - ნიუ ჯერსი) მძიმე ოპონენტია. 

სად: ბრუკლინში.

ვინ: ინდიანა და ნეთსი.

ვის გარეშე: მალკოლმ ბროგდონი, ჯერემი ლემბი, ვიქტორ ოლადიპო - უილსონ ჩენდლერი, კარის ლევერტი.

დიდი შანსია, რომ ვერ ითამაშონ: დომანტას საბონისი - კაირი ირვინგი.

ფავორიტი: ბრუკლინი.

ბითაძის სტატუსი: მზად არის.

 

ინდიანამ 30 ოქტომბერს ბრუკლინთან საკუთარ დარბაზში 118:108 დასვა. ოთხმა მოთამაშემ 20 და მეტი ქულა აკრიფა. პეისერზმა ამ მოგებით სამმატჩიანი წარუმატებელი სერია მოკლა. დომანტას საბონისმა 29 ქულით თითქმის გაიმეორა კარიერის რეკორდი (30) და ბროგდონმა 21 ქულა და 13 პასი დასვა.

ინდიანა ისტორიულად, ბრუკლინისთვის (მანამდე - ნიუ ჯერსი) მძიმე ოპონენტია. ინდიანა 107:73 იგებს.

ინდიანას ბრუკლინის ტერიტორიაზე 2016 წლის 28 ოქტომბრის შემდეგ არ წაუგია.

ინდიანას ბრუკლინთან ბოლო 11 გარჩევიდან 10 აქვს აღებული. მაგარი სერია.

ამ ტესტის შემდეგ პეისერზი ბრუნდება საკუთარ დარბაზში და 23 ნოემბერს ნიკოლა ვუჩევიჩის ორლანდოს დაელაპარაკება. გოგასთვის საინტერესო გარჩევა იქნება.

ბრუკლინში რთულია. თუნდაც, კაირი ირვინგის გარეშე.

და, ინდიანა მზად არის.

გოგაც.