ლუკამ სპერსი გაათავა

სან ანტონიომ ბოლო 9 მატჩიდან 8 წააგო და 1996/1997 წლის შემდეგ, ყველაზე ცუდი სტარტი აიღო. 

სან ანტონიომ კარგად დაიწყო სეზონი. გუნდმა პირველი 7 გასაუბრებიდან 5 გაიარა და დაიწყო სერია. ეს სერია. სპერსისთვის მკვლელი სერია. დალასთან წაგება სან ანტონიოსთვის ზედიზედ მეექვსე იყო.

და, ლუკა დონჩიჩმა დაგლიჯა.

42 ქულა. კარიერის რეკორდი.

კიდევ ერთი სამმაგი დუბლი. დომინაცია შეტევაში. აგრესია დაცვაში. დონჩიჩი ლიდერობს სამმაგი დუბლებით და ამ ეტაპზე, ლებრონ ჯეიმსის და ჯეიმს ჰარდენის შემდეგ, ლუკა ყველაზე დომინანტი პერსონაჟია.

დონჩიჩს იჭერდა სპერსის ყველა დამცველი და ლუკამ თქვა - არ გამოვა. დღეს, არ გამოვა.

სან ანტონიო დონჩიჩის მენიუში კიდევ ერთი გამაგრილებელი სასმელი იყო. რომელიც დონჩიჩმა მოწრუპა, შემდეგ, იქვე გადადო და საქმეს მიხედა.

ძირითადის დასრულებამდე 26 წამით ადრე დონჩიჩმა სამიანი გლიჯა და 115:110 დასვა. ამ სროლით სან ანტონიო აღარ იყო.

ლუკამ სპერსი ბოლომდე დალია, გაათავა.

დალასმა 117:110 მოიგო. დალასი ჯერ საფლეიოფო ზონაშია, მაგრამ 8 საუკეთესოში დარჩენა რთული იქნება. დალასისთვის. დასავლეთში. მაგარი რთული იქნება.

სან ანტონიომ ბოლო 9 მატჩიდან 8 წააგო და 1996/1997 წლის შემდეგ, ყველაზე ცუდი სტარტი აიღო. იმ სეზონში სპერსმა დღეს, გრეგ პოპოვიჩის ასისტენტი, მისტერ ტიმ დანკანი გადრაფტა.

ყველაფერი იცვლება.

ეს სან ანტონიო ჯერ, ვერ ქაჩავს.