თქვენ რა სპორტსმენები ხართ - ლაშა ტალახაძე ვერ იცნეს

მოდით, მოდით ნუ წუწუნებთ, ძალიან არ გიცნონ

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარი ექიმი, გიორგი ჭინჭარაული სოციალურ ქსელში საკმაოდ სახალისო პოსტს აქვეყნებს. ფეისბუქ სტატუსის მიხედვით, თავად ჭინჭარაული, ლაშა ტალახაძე და შოთა მიშველიძე თურქეთიდან საქართველოში ბრუნდებოდნენ, რა დროსაც სარფის საზღვარი უნდა გაევლოთ. სამშობლოში დაბრუნებისას ქართველებს ერთი ქალბატონი შეხვდათ, რომელმაც ტალახაძე და მიშველიძე ვერ იცნო. დანარჩენს თავად ჭინჭარაულის პოსტში გაეცანით.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ტალახაძემ თურქეთში ნაიმ სულეიმანოღლუს სახელობის ტურნირზე 3 ოქროს მედალი მოიგო. ლაშამ ატაცში 208 კგ სიმძიმის შტანგა ასწია, აკვრაში 248, ორჭიდში ჩვენებური ჯამში 450 კგ-ს გაუმკლავდა.