18-წლამდელებმა ფინელი თანატოლები დაამარცხეს

ქართველებმა მეორე ტაიმში ორი გოლი გაიტანეს

საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრებმა მიხეილ მესხის სათადარიგო სტადიონზე გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ფინელი თანატოლები ანგარიშით 2:1 დაამარცხეს.

პირველი ბურთ სტუმრებმა გაიტანეს - სამპოს მიერ 33-ე წუთზე გატანილი გოლით ფინეთი დაწინაურდა და პირველი ტაიმი მინიმალური სხვაობით მოიგო.

ქართველმა ბიჭებმა მეორე ტაიმში მოახერხეს გარდამტეხი უპირატესობის მოპოვება. ლომინაძის (54') და ერაძის (74') გოლებით, საქართველოს 18 წლამდელთა გუნდმა საბოლოო ანგარიში - 2:1 დააფიქსირა და დამსახურებული გამარჯვება იზეიმა.