მესი კავანის: "როცა მოისურვებ, მაშინ ვიჩხუბოთ" (+ვიდეო)

ამხანაგური შეხვედრის დროს ფეხბურთელებს შორის კონფლიქტი მოხდა

არგენტინას და ურუგვაის შორის გამართული ამხანაგური შეხვედრის დროს პსჟ-ის ფორვარდს, ედინსონ კავანის და ლიონელ მესის შორის მცირე კონფლიქტი მოხდა.

 

პირველი ტაიმის მიწურულს, ერთ-ერთი კონტაქტური ეპიზოდის დროს, მესიმ მტკივნეული დარტყმა მიიღო, შემდეგ კი ბრაზი კავანიზე გამოხატა. ურუგვაელმა ფორვარდმა უკან არ დაიხია და მესის სიტყვიერად ხელჩართული ჩხუბი შესთავაზა, რაზეც არგენტინელმა მოკლედ უპასუხა: „ნებისმიერ დროს, როცა მოისურვებ“.

 

„საგანგაშო არაფერი მომხდარა. ასეთი ემოციები ფეხბურთის ნაწილია, განსაკუთრებით, სამხრეთ ამერიკაში. არ მსურს ამ ინციდენტზე საუბარი. მირჩევნია მატჩი განვიხილოთ. კარგია, რომ ორი გოლი გავიტანეთ, თუმცა თამაშის ხარისხით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ", - თქვა კავანიმ.

 

 

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა. (კავანი 34’; მესი 63’; სუარეზი 68’; მესი (პენ) 90+2’)