მარადონა ხიმნასიადან გაათავისუფლეს | მიზეზი ხელმძღვანელობასთან უთანხმოებაა

ლეგენდარულმა არგენტინელმა ხიმნასიას მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

დიეგო მარადონა არგენტინული ხიმნასიიდან გაათავისუფლეს. მიზეზად კლუბის ხელმძღვანელობასთან უთანხმოება სახელდება.

შეგახსენებთ, რომ ლეგენდარულმა არგენტინელმა ხიმნასია 2019 წლის სექტემბერში ჩაიბარა. ამ ხნის მანძილზე გუნდმა 3 შეხვედრა მოიგო და 5-ჯერ დამარცხდა. არგენტინის 24-გუნდიან ჩემპიონატში ხიმნასია 22-ე ადგილს იკავებს.