6-დან 6! - შერმადინის ტენერიფე დაუმარცხებელია!

ტენერიფე ჩემპიონთა ლიგაში შეხვედრას არ აგებს!

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში ტენერიფე  ლატვიაში რიგას ეთამაშა. 

 

ქართველის გუნდი ჩემპიონთა ლიგაში პირველ მარცხთან ახლოს იყო და სამი მეოთხედის შემდეგ 55:42 აგებდა, თუმცა ბოლოს მობილიზაცია მოახერხა და შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა - 68:64

 

გიორგიმ პარკეტზე 20 წუთი და 29 წამი გაატარა, სადაც 8 ქულას 6 მოხსნა და 3 გადაცემაც დაუმატა. 

 

პირველი წრის ბოლო შეხვედრაში, 3 დეკემბერს ტენერიფე საკუთარ კედლებში ბამბერგს დაუპირისპირდება, რომელიც ამ ბოლო დროს კარგ ფორმაში შევიდა და ჩემპიონთა ლიგაში მიყოლებით 3 შეხვედრაც მოიგო.