მოურინიო პრემიერლიგაში დაბრუნდა

პორტუგალიელმა კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა

ჟოზე მოურინიო ტოტენჰემის ახალი მწვრთნელია. პორტუგალიელმა სპეციალისტმა დეზებთან კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა. ამის შესახებ გუნდის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება. 

 

შეგახსენებთ, რომ 19 ნოემბერს ლონდონელებმა მაურისიო პოჩეტინო გაათავისუფლეს და როგორც ჩანს მის შემცვლელს მალევე მიაგნეს. ამ მომენტისთვის გუნდს პრემიერლიგაში 14 ქულა აქვს და მე-14 ადგილზეა.

 

რაც შეეხება მოურინიოს, იგი თითქმის 1 წელი უმუშევარი გახლდათ. ჟოზე ბოლოს მანჩესტერის თავკაცი იყო, საიდანაც 2018 წლის დეკემბერში დაითხოვეს. აღსანიშნავია, რომ ჩელსის და წითელი ეშმაკების შემდეგ, ტოტენჰემი მოურინიოსთვის მესამე ინგლისური გუნდია, რომელსაც გაწვრთნის.