ლუკამ ამ სეზონში საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა.
საინტერესო ჩეხვები, მოულოდნელი შედეგი რუსთავში, თსუ-ს და ბათუმის მნიშვნელოვანი მოგებები.
ვიწყებთ ხუთეულით.
ხუთეული
კვან უოლერი (ცხუმ-აფხაზეთი) - ამ ეტაპზე, მისი შეჩერება თითქმის არარეალურია. უოლერი ქმნის, უოლერი არ ჩერდება. აქვს შეცდომებიც, მაგრამ ეს მოსულა.
ლუკა ბულაშვილი (დინამო) – 22 ქულა, 7 მოხსნა, 9 პასი. ლუკამ ამ სეზონში საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. კრეატიული პირველი ნომერი, რომელიც დაცვაშიც მონდომებულია.
კახაბერ ჯინჭარაძე (ოლიმპი) – 11 ქულა, 12 მოხსნა, 7 პასი კაქტუსთან მოგებულ თამაშში. კახა რჩება ინდივიდუალურად გამორჩეულ შემქნელად.
გიორგი კორსანტია (თსუ) – 20 ქულა, 10 მოხსნა, 3 ჩაჭრა. შარშანდელი სეზონის მთავარი აღმოჩენა, რომელმაც წელს მოუმატა. კიდევ ერთი კარგი თამაში.
ნიკოლა ვუიოვიჩი (ბათუმი) – 21 ქულა, 18 მოხსნა, 3 პასი. აქვს კარგი საშუალო სროლა, ნორმალურად იყენებს უპირატესობას სიმაღლეში და აგრესიულია სამწამიანში.
ტურის მწვრთნელი - მუია ტაჩი (დინამო). გუნდმა რუსთავში მოიგო. გუნდმა წამოიღო თამაში, რომლის დროს 10 და მეტი ქულით აგებდა. დინამო სუპერლიგის ყველაზე ახალგაზრდა გუნდია. რუსთავი - ფავორიტი.
საუკეთესო მოთამაშე - ლუკა ბულაშვილი. 8/8 საჯარიმო. ძირითადის დასრულებამდე 4 წუთით ადრე რუსთავი 90:80 იგებდა. 92:92-ზე ლუკამ ბოლო 4 ქულა აიღო. ლუკამ მოსაგები ჩააგდო.