Sky Sports: ზლატანის აგენტი იტალიურ კლუბთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

ზლატანი მილანში დაბრუნებასთან ახლოსაა

Sky Sports-ის ინფორმაციით, ზლატან იბრაჰიმოვიჩი კარიერას მილანში გააგრძელებს. წყაროს ცნობით, 38 წლის ფორვარდის აგენტი, მინო რაიოლა, 20 ნოემბერს იტალიური კლუბის მესვეურებს შეხვდა.

 

იბრაჰიმოვიჩის წარმომადგენელმა მილანთან მოლაპარაკებები გამართა. იტალიური კლუბი ზლატანისთვის 18-თვიანი კონტრაქტს ამზადებს, თუმცა მხარეები ხელფასზე ვერ თანხმდებიან.

 

შვედი ფორვარდი გადაწყვეტილებას უახლოეს კვირებში მიიღებს.

 

შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩი მილანის ღირსებას 2010-2012 წლებში იცავდა.