ჯეკო ინგლისში მოინიშნეს

ბოსნიელი ფორვარდი შესაძლოა პრემიერლიგაში დაბრუნდეს

რომას თავდამსხმელი ედინ ჯეკო მანჩესტერის ახალი სატრანსფერო სამიზნეა. ESPN-ის ცნობით, ბრიტანელებს შეტევის გაძლიერება სურთ და თვლიან, რომ ბოსნიელის დამატება მათთვის იდეალური იქნება. ჯერჯერობით უცნობია რა თანხის გადახდას აპირებს მანჩესტერი ფეხბურთელის სანაცვლოდ.

 

ჯეკო რომაში 2015 წლის ზაფხულში მანჩესტერ სიტიდან გადავიდა. მან მალევე მოიპოვა გუნდის მესვეურთა და გულშემატკივართა ნდობა და დღეს ჯალოროსის ლიდერია. 33 წლის ფორვარდმა ამ სეზონში 15 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. 

 

რაც შეეხება მანჩესტერს, სულშერის გუნდს პრემიერლიგაში 16 ქულა აქვს და მე-7 ადგილზეა. აქვე გეტყვით, რომ ინგლისელებს ჯეკოს გარდა ჰოლანდზეც აქვთ თვალი დადგმული.