რუსი დაიკარგა

რვა დღეა არ გამოჩენილა


თურქული ანკარაგიუჯიუს რუსი ფეხბურთელი ზაურ სადევი გაუჩინარდა. უკვე რვა დღეა კლუბი მასთან დაკავშირებას ამაოდ ცდილობს. 

„მან კლუბი სანაკრებო პაუზისას დატოვა და მას მერე აღარც გამოჩენილა. რვა დღეა დაკარგულია. იმის გამო, რომ კონტაქტზე ვერ გავდივართ, ამის შესახებ ჯერ ერთი პოლიციას შევატყობინებთ და მერე კლუბის ქომაგებს,“ - თქვა ანკარას მწვრთნელმა მუსტაფა კაპლანმა. 

სადაევი ანკარაში თებერვლიდან თამაშობს. 30 წლის ფორვარდს თურქეთამდე ბეითარში, ლეხში, ლეხიასა და ახმატში უბურთავია.  
მის შესახებ ინფორმაცია არ აქვს არც რუსეთის საფეხბურთო კავშირს.