ნაკრები და ციფრები: 1990 წლიდან დღემდე

მორიგი წელიწადი დაასრულა საქართველოს ნაკრებმა. ვერ ვიტყვით, რომ წარმატებული იყო, რადგან ევროშესარჩევიდან გასვლის შანსი შემოდგომამდე გადაიწურა. 

ბუნებრივია, შარშან უკეთესი, მეტიც, ბარაქიანი წელიწადი იყო, მაგრამ ისიცაა, რომ შარშანდელებთან შედარებით, ვლადიმირ ვაისის გუნდს დევებთან ბრძოლა მოუწია. აბა, სად ანდორა და სად დანია, ან სად ლატვია და სად შვეიცარია...

 

აქ სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ, დაწყებული 1990 წლიდან.     

 

241 მატჩი: 73 მოგება, 50 ფრე, 118 წაგება, ბურთები 272: 344

 

მხოლოდ შესარჩევები:

 

130 მატჩი: 32 მოგება, 27 ფრე, 71 წაგება, ბურთები 131:189

 

შინ – 65 მატჩი: 22 მოგება, 17 ფრე, 26 წაგება, ბურთები 70:70

 

სტუმრად – 65 მატჩი: 10 მოგება, 10 ფრე, 45 წაგება, ბურთები 61:119

 

საქართველოს ნაკრებმა ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით  40 მატჩი მატჩი ჩაატარა: 14 მოგება, 12 ფრე, 14 წაგება, ბურთები 54:46

 

ოფიციალურში – 24 მატჩი: 7 მოგება, 8 ფრე, 9 წაგება, ბურთები 27:27

 

ამხანაგურში – 16 მატჩი:  7 მოგება, 4 ფრე, 5 წაგება, ბურთები 27:19

 

ასევე  40 მატჩი ჰქონდა ნაკრებს თემურ ქეცბაიას მწვრთნელობით: 13 მოგება, 9 ფრე, 18 წაგება.

 

მატჩების რაოდენობით მესამეზეა ალექსანდრე ჩივაძე – 35 მატჩი: 13 მოგება, 4 ფრე, 18 წაგება.  

 

ერთადერთი მწვრთნელი, რომელსაც ნაკრებში მოგება–წაგებებში დადებითი ბალანსი აქვს, ცხონებული დავით ყიფიანია: 1997 წელს 7 მატჩიდან 4 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 2 წააგო... დაწყებაც მაგარი ჰქონდა (სომხეთთან 7:0) და დამთავრებაც (პოლონეთთან 3:0).

 

როგორც იცით, ყიფიანი შემდგომში (2000/2001 წლებში) რევაზ ძოძუაშვილთან ერთად წვრთნიდა ჯვაროსნებს.

 

მოქმედი ფეხბურთელებიდან ნაკრებში ყველაზე მეტი გოლი (10–10) აქვთ გატანილი ჯაბა კანკავასა და ვაკო ყაზაიშვილს.

 

კანკავას მოქმედ მოთამაშებში ყველაზე მეტი სანაკრებო მატჩიც აქვს – 85. ამ მხრივ ჯაბა მესამეზეა, ლევან კობიაშვილსა (100) და ზურაბ ხიზანიშვილს (93) ჩამორჩება.

 

უშუალოდ წლეულს ნაკრებმა 10 გოლი გაიტანა. გიორგი პაპუნაშვილმა და გიორგი ქვილითაიამ 2–2–ჯერ, დანარჩენებმა თითო–თითო: ვაკო გვილიამ, ვატო არველაძემ, საბა ლობჟანიძემ, ჯანო ანანიძემ, გიორგი ხარაიშვილმა და კანკავამ. ხარაიშვილისთვის და არველაძისთვის ეს სადებიუტო გოლები იყო.