არაბიძე – ახლა გამხნევება სჭირდება

გიორგი არაბიძეს ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა. 

21 წლის ქართველს კოჭ–წვივის სახსარი დაუზიანდა. ფეხბურთელი უცდიდა, ეგებ ოპერაციის გარეშე მოერჩინა ტრავმა, მაგრამ არ გამოვიდა... გუშინწინაც გვეწერა, რომ არაბიძე საოპერაციო იყო.   

 

გიორგის მინიმუმ სამი თვე გაუცდება. არადა, კარგ ფორმაში იყო: საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში მშვენიერი მატჩები ჩაატარა და გოლები გაიტანა, თურქულ ადანასფორშიც ენდობოდნენ.   

 

ახლა მას გამხნევება სჭირდება. მართალია, საკმაო დრო გაუცდება, მაგრამ ამაზე მძიმე ტრავმებიც არსებობს და ეგეც არ იყოს, არაბიძე ჯერ ახალგაზრდაა. უკვე ჰქონდა კარიერული ჩავარდნები, თუმცა ყველაფერი წინ აქვს: შეიძლება უკეთესობისკენ წაიყვანოს საქმე, პოტენციალი ნამდვილად აქვს.