ოთხიდან სამში... როდის ითამაშებს საბა ლობჟანიძე?

საბა ლობჟანიძე კვლავ ტრავმირებულია.

ბოლოს 6 ოქტომბერს ითამაშა დანიური რანდერსის მაისურით, მერე იყო სანაკრებო დღეები: ირლანდიასთან განაცხადში იყო, გიბრალტარში კი ნაკრებს აღარ გაჰყოლია, რადგან ვარჯიშზე ტრავმა მიიღო.

 

„ახალ წლამდე ოთხი მატჩი დაგვრჩა და იმედია, ლობჟანიძე სამ შეხვედრაში ითამაშებს. უახლოეს ტურში ნამდვილად არ გვეყოლება, მაგრამ ერთ კვირაში მისი იმედი გვექნება“ – თქვა რანდერსის მწვრთნელმა თომას თომასბერგმა.

 

მოკლედ, ლობჟანიძე სავარაუდოდ ერთ კვირაში დაბრუნდება. საბამ დანიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 12 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. ჩვენთვის კი ყველაზე დასამახსოვრებელი იყო მისი გატანილი ნაკრების მაისურით: დანიაში.