რას ელოდება ბელარუსელთა მწვრთნელი საქართველოსთან მატჩში

ბელორუსელთა მთავარი მწვრთნელი მატჩის მოლოდინზე

ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრების გასვლის შანსი გაიზარდა, რადგან ფინალურ მატჩს სწორედ საქართველო - ბელარუსს შორის გამარჯვებული უმასპინძლებს.

 

რა გასაკვირია, ფინალურ ეტაპზე გასვლის  შანსი, როგორც ჩვენ, ასევე ჩვენს მოწინააღმდეგესაც გაეზარდა. ბელარუსელთა მთავარმა მწვრთნელმა მიხაილ მარხელმა ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

 

„ეს ჩვენთვის ძალიან დაძაბული და საპასუხისმგებლო მატჩი იქნება. ძალიან სერიოზულად ვემზადებით და გვინდა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოვხვდეთ. ჩვენ დიდ ტურნირზე აქამდე არასდროს გვითამაშია, ეს ხალხისთვის კი დიდი მოვლენა და დღესასწაული იქნება“

 

ასევე, კიდევ ერთხელ შემოგთავაზებთ ვალდიმერ ვაისის კომენტარს

 

„ეს სიკვდილ–სიცოცხლის საკითხია. ქართული ფეხბურთისთის ისტორიული შესაძლებლობა... მომენტი, როცა შეგვიძლია ისტორია გადავწეროთ“