აბრამოვიჩმა ჩელსის გაყიდვაზე უარი თქვა

რომან აბრამოვიჩი ჩელსის შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებს

ტელეგრაფის ინფორმაციით, რომან აბრამოვიჩმა ჩელსის გაყიდვაზე უარი თქვა. რუს ბიზნესმენს რამდენიმე კარგი წინადადება ჰქონდა, თუმცა ჩელსის თამაში და ახალი პროექტი იმდენად მოსწონს, რომ მისი დათმობა არ უნდა.

 

აქამდე იწერებოდა, რომ აბრამოვიჩმა ჩელსის გამო წინა წლის სეზონის ბოლოს 2,5 მილიარდ დოლარზე უარი თქვა.

 

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რუს ბიზნესმენს ვიზასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და დიდ ბრიტანეთში ვერ შედიოდა.

 

ჩელსი 2003 წლის ივნისიდან აბრამოვიჩის საკუთრებაშია. ამ პერიოდის განმავლობაში არისტოკრატებმა პრემიერლიგა 5-ჯერ, ასოციაციის თასი 4-ჯერ, ევროპის ლიგა 2-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა კი 1-ხელ მოიგეს...