უაილდერი ფიურიზე: "ნოკაუტის შემდეგ ის მხოლოდ ჭერის ნათურებს დაინახავს"

დეონტაი უაილდერმა ტაისონ ფიურისთან გასამართ ბრძოლაზე ისაუბრა

WBC-ის ვერსიით მძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, დეონტეი უაილდერმა, თავის მეტოქეზე, ტაისონ ფიურიზე ისაუბრა.

 

„ფიური ოდნავაც არ მანაღვლებს. თებერვალში რომ შევხვდებით, მას ნოკაუტში აუცილებლად ჩავაგდებ. მსაჯმა ნოკდაუნის დროს ამჯერადაც ნელა რომ დაითვალოს, ფიური მაინც ვერ გადამირჩება. ნოკაუტის შემდეგ ის მხოლოდ ჭერის ნათურებს დაინახავს.

 

აქ, აშშ-ში, მას არავინ იცნობს. დააკვირდით, ის ხელოვნურად ასაღებს ბრძოლის ბილეთებს. აპოლოო კრიდის მსგავსად, ისიც ჯამბაზივით იცვამს. ხალხი მას დასცინის“, - თქვა უაილდერმა.

 

შეგახსენებთ, რომ ფიური - უაილდერის განმეორებითი ბრძოლა ლას ვეგასში 22 თებერვალს გაიმართება.