რეალის ექს-მწვრთნელს კანის კიბო დაუდგინეს

მადრიდის რეალისა და ბრაზილიის ნაკრების ყოფილ მწვრთნელ ვანდერლეი ლუშემბურგოს კანის კიბო დაუდგინეს.

 67 წლის ლუშემბურგოს სასწრაფო ოპერაცია ურჩიეს, მაგრამ თავად მწვრთნელი თავს იკავებს - ჯერ სეზონი დასრულდესო.

 

ლუშემბურგო ბრაზილიურ ვასკო და გამას წვრთნის.  რეალს კი 2004-2005 წლებში თავკაცობდა, თუმცა განსაკუთრებული შედეგების გარეშე. სამაგიეროდ, ბრაზილიურ კლუბებში ნუ იტყვით... 4 სხვადასხვა კლუბი მიიყვანა ჩემპიონობამდე: პალმეირასი (თან ორჯერ), კორინთიანსი, სანტოსი და კრუზეირო.