ჰაკუჰომ იმპერატორის თასი ორმოცდამესამედ მოიგო! - ლეგენდა ისევ ფორმაშია!

კიდევ ერთხელ დავინახეთ, ამ სპორტში ყველა დროის ყველაზე დიდი რიკიში ვინ არის!

ჰაკუჰომ კიუშუ ბაშოს დასრულება არ აცადა და ორმმოცდამესამე იმპერატორის თასი მოიპოვა! თეთრ ფენიქსს ნოემბრის დიდ ტურნირზე ერთი მდევარი, კომოსუბი ასანოიამა ჰყავდა, რომელსაც 2 მოგებით უსწრებდა და მეთოთხმეტე დღეს, იაპონელ სუმოტორს ჩემპიონობის თეორიული შანსიც მოუსპო!

 

მონღოლი იოკოძუნას მეტოქე სეკივაკე მიტაკეუმი იყო. მიტას 6 გამარჯვების წილ 7 მარცხი ჰქონდა და კიდევ ერთხელ თუ წააგებდა, სეკივაკეს რანგსაც დაკარგავდა.

 

მიტაკეუმის დიდი მოტივაცია ჰქონდა, თუმცა ამას აზრი არ აქვს, როდესაც დოჰიოზე თეთრი ფენიქსი დგას. მან ბრწყინვალე სტილში, სოტოგაკეს კიმარიტეთი იაპონელი დოჰიოზე დაანარცხა და 2019 წელს მეორე იუშო მოიპოვა.

 

ნოემბრის ბაშოზე ერთი კაცის შოუ იყო. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, ამ სპორტში ყველა დროის ყველაზე ძლიერი სუმოტორი ვინ არის. სანამ დროა ვუყუროთ და დავტკბეთ.