როგორ შეხვდნენ პრემიერლიგის მწვრთნელები ჟოზეს დაბრუნებას

"მოურინიოს დაბრუნება კარგია, შოუ იქნება"

მოურინიოს პრემიერლიგაში დაბრუნებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. საკვირველი რამ მოხდა, ჟოზე იმ გუნდში მივიდა, რომელზეც ნათქვამი ჰქონდა რომ არასდროს ჩაიბარებდა; ამ გუნდიდან ის კაცი გააგდეს, ვინც დეზები პრემიერლიგის ოთხეულის მუდმივ ბინადრად აქცია.

 

ოლე გუნარ სულშერმა მანჩესტერში სწორედ პორტუგალიელი შეცვალა და მის დაბრუნებაზე კომენტარი ცოტა ორაზროვანიც გამოუვიდა

 

„მისი დაბრუნება კარგია, შოუ იქნება," - თქვა ნორვეგიელმა

 

იურგენ კლოპმა და პეპ გუარდიოლამ თქვეს, რომ პოჩეტინოს გათავისუფლებას არ ელოდნენ, ისე კი მოურინიო აქეს და ადიდეს.

 

„მოურინიო ბრწყინვალე სპეციალისტია და დარწმუნებული ვარ, რომ დიდებულ საქმეებს ისევ გააკეთებს. ის ჩემი მეგობარი არ არის, თუმცა, არც მტერია...“ - ეს სიტყვები ვესტ ჰემის თავკაც მანუელ პელეგრინის ეკუთნის.

 

პელეგრინისა და მოურინიოს მტრობას დიდი ისტორია აქვს. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც პორტუგალიელი მადრიდის რეალის მწვრთნელი გახდა

 

„საუკეთესო კამპანია მქონდა კლუბის ისტორიაში,“ - თქვა ჩილელმა რეალის 96 ქულიანი სეზონის შემდეგ.

 

პელეგრინიმ სიმართლის მხოლოდ ნაწილი თქვა. კოპა დელ რეიზე ტურისტად ყოფნა და ჩემპიონთა ლიგის 16 გუნდში გასვლა ასევე კარგი შედეგი იყო.  

 

თუ მადრიდიდან გამაგდებდნენ, მალაგას ნამდვილად არ ჩავიბარებდი, იტალიის ან ინგლისის რომელიმე დიდ კლუბში წავიდოდი“- უპასუხა მოურინიომ