ლიგა 2: ბოლოსწინაზე და ბოლოზე

ეროვნულ ლიგა 2–ში ბოლოსწინა ტური გაიმართა. ყველაფერი გარკვეულია, გარდა იმისა, თუ ვინ გავა ბოლო ადგილზე და ვინ – ბოლოსწინაზე. ანუ ვინ გავარდება პირდაპირ და ვის მოუწევს ფლეი ოფი წყალტუბოს სამგურალთან.

გაირკვა, რომ მერვეზე გავიდა ლანჩხუთის გურია და გადათამაშებაში მოწევს ორმატჩიანი ბრძოლა დუშეთის არაგვთან. გურიამ ცხინვალთან 1:1 დაასრულა მატჩი. აგებდა, მაგრამ თემურ შარაშენიძის გოლით გაათანაბრა.

 

შევარდენმა ძალიან ცუდი სერია დაასრულა და სტუმრად 2:1 აჯობა ზუგდიდს, თუმცა კაი დროსია – შევარდენი მეოთხეზე გავიდა. გამარჯვების გოლი 38 წლის დავით ოდიკაძემ გაიტანა. ზუგდიდელები წინ იყვნენ ლუკა გუგუჩიას პენალტით და იმავე გუგუჩიამ მოგვიანებით კიდევ პენალტი გააცუდა...

 

უკვე უმაღლესლიგელმა მერანმა შინ 0;1 წააგო სამტრედიასთან, რომელსაც გადასასვლელი ფლეი ოფი მოუწევს. გოლი ლატვიიდან დაბრუნებულმა გურამ ლუკავამ მიითვალა. ასევე მინიმალური სხვაობით (1:0) შუქურასთან გასვლაზე იმარჯვა თელავმა, მესამეზე გავიდა და ისიც საპლეიოფო მეტოქეს ელის.

 

გაგრამ იოლად, 5:0 მოუგო ფოთის კოლხეთს. გაგრა ცხრილის შუაშია, წლეულს გადასვლის შანსი არ ჰქონია და უფრო გავარდნის საფრთხე ემუქრებოდა: შარშანდელივით შემადგენლობა ვერ ჰყავს.  აი, კოლხეთი კი ბოლო ადგილზეა, მაგრამ გადარჩენის შანსი აქვს.

 

ცხრილი აქვეა და კალენდარიც. თანაბარი ქულების შემთხვევაში, ბოლოზე ცხინვალი გავა და კოლხეთს გადათამაშება მოუწევს. ეს იმიტომ, რომ ფოტელები ურთიერთშეხვედრებში სჯობნიან ცხინვალს.   

 

მიშიკო კანკიას ფოტო

 

გურია – ცხინვალი 1:1

გოლები: 0:1 ც.სამუშია (27), 1:1 შარაშენიძე (56)

 

ზუგდიდი – შევარდენი 1:2

გოლები: 1:0 გუგუჩია (9 პენ), 1:1 კოზაკი (36), 1:2 ოდიკაძე (38)

 

გაგრა – კოლხეთი 5:0

გოლები: 1:0 ოზბეთელაშვილი (3), 2:0 შეწირული (10), 3:0 ოქროპირიძე (33), 4:0 ობოლაძე (72), 5:0 მანაგაძე (84)

 

შუქურა – თელავი 0:1

გოლი: 0:1 გოგოლიძე (54 პენ)

 

მერანი – სამტრედია 0:1

გოლი: 0:1 ლუკავა (16)

 

ბოლო ტური გაიმართება 30 ნოემბერს:

 

თელავი –ზუგდიდი

კოლხეთი – მერანი

შევარდენი – გურია

სამტრედია – შუქურა

ცხინვალი – გაგრა