მუია ტაჩი: ასაკი ხელს გვიშლის

დინამო თანაბარი ჩემპიონატის ლიდერებში ზის. 

თბილისის დინამოს ამ სეზონში საინტერესო სპეციალისტი წვრთნის.

მუია ტაჩი. ლეგიონერი მწვრთნელი, რომელმაც დინამოს სტარტზე 6 თამაშიდან 4 მოაგებინა. მშვენიერი სტარტი.

და, შემდეგ ტესტში დინამო  ქუთაისს დაელაპარაკება. საინტერესო, პრინციპული დაპირისპირება.

დინამომ  ბოლო თამაშში ცხუმ-აფხაზეთს  მოუგო. 88:83. ტესტი, რომელშიც ცხუმის ამერიკელმა კვან უოლერმა 36 ქულა აკრიფა. და, დინამოდან მთელმა გუნდმა იხმაურა.

დინამო თანაბარი ჩემპიონატის ლიდერებში ზის.

მუია ტაჩი: „მოგება სასიამოვნოა, მაგრამ გაცილებით კარგი დაცვა უნდა ვითამაშოთ. უნდა ვისწავლოთ კარგად დაწყებული თამაშის დახურვა. უკვე მერამდენედ, მოწინააღმდეგეს ვაძლევთ მატჩში დაბრუნების შანსს, რის გამოც ვერ ვტვირთავ ბოლომდე ახალგაზრდებს. თავისთავად, ჩვენ გვაკლია გამოცდილება. ვიცი, რომ გავაგრძელებთ მუშაობას და მივაღწევთ თანაბრად მაღალ დონეს დაცვაშიც და შეტევაშიც.“

დინამო უმატებს.

კიდევ ერთ ტესტში, ოლიმპმა საინტერესო ვერას 82:73 აწყენინა. ეს მხოლოდ დასაწყისია.

სუპერლიგა წელს მაგარი თანაბარია.