მილანმა ანტირეკორდი გაიმეორა

როსონერიმ ძველი დრო გაიხსენა

სერია ა-ს მე-13 ტურში მილანმა ნაპოლი მიიღო და მატჩი 1:1 დასრულდა. როსონერიმ საწყისი 13 მატჩის შემდეგ მხოლოდ 14 ქულა დააგროვა და ამით ანტირეკორდი გაიმეორა. მსგავსი შედეგი მილანმა მხოლოდ 2013-14 წლების სეზონში დააფიქსირა. 

 

ამ წუთისთვის მილანი მეცამეტე ადგილზეა. მომდევნო ტურში პიოლის შეგირდები პარმას ესტუმრებიან. სან სიროს ბინადრებმა ამ სეზონში 4 შეხვედრა მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 6-ჯერ დამარცხდნენ, გაიტანეს 12 და გაუშეს 17 გოლი.