ვან ბასტენი ბოდიშს იხდის

მარკო ვან ბასტენი: უადგილო ხუმრობა იყო

 

ლეგენდარულმა მარკო ვან ბასტენმა პირდაპირი სატელევიზიო ეთერის დროს წარმოთქმული რასისტული გამონათქვამის გამო ბოდიში მოიხადა. ჰოლანდიის ჩემპიონატის მე-14 ტურის მატჩის, აიაქსი-ჰერაკლესის დაწყებამდე, სტუდიაში ვან ბასტენმა წარმოთქვა, ცნობილი ნაცისტური მისალმება-ზიგ ხაილ, რის გამოც შემდეგ მოიბოდიშა. უადგილო ხუმრობა იყო, არავის შოკირება არ მინდოდა, მინდა ბოდიში მოვიხადო-ციტირებს მარკო ვან ბასტენს rtlnieuws.nl.