ღვინიაშვილმა იპონით ოსაკას გრანდ სლემი მოიგო! (ვიდეო)

ბექას ბრწყინვალე იპონი!

24 წლის ძიუდოისტმა, ბექა ღვინიაშვილმა იაპონიის ქალაქ ოსაკაში გრანდ სლემის ფინალი უზბეკ დავლატ ბობონოვთან იპონით მოიგო!

 

 

ქართველმა ფალავანმა ამ გამარჯვებამდე ოთხი მეტოქე: ჰებილიგე ბუსი, მაშუ ბეიკერი (მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი), მამადალი მეჰდიევი და კენტა ნაგასავა დაამარცხა.