ფელაინის დარტყმულმა სტუარდი სკამიდან გადმოაგდო

მანჩესტერ იუნაიტედის 3-1 მარცხი ენფილდზე ერთი მომენტით შეიძლება შეჯამდეს, რომელიც მეორე ტაიმის მიწურულს მოხდა.

84 წუთზე ზორბა ბელგიელმა, მარუან ფელაინიმ, ლივერპულის საჯარიმოში მკერდით მიიღო ბურთი და დასარტყმელად მოემზადა, მოიქნია ფეხი და გაუშვა... თუმცა, ბურთმა ისეთი ტრაექტორია მოხაზა, რომ ლივერპულის კუთხურის ალამისკენ წავიდა და მჯდომარე სტუარდი სკამიდან გადმოაგდო.




ერთი`შეხედვით, მისი მცდელობა მისასალმებელია, როცა გაშმაგებით ცდილობდა 2 ბურთიანი სხვაობის შემცირებას, მაგრამ სამწუხაროდ გამოვიდა ის, რაც გამოვიდა.

დიდი ალბათობით, მსგავს დარტყმას ამ სეზონში ვეღარ ვნახავთ და იმის იმედსაც გამოვთქვამთ, რომ დაშავებული სტუარდი უვნებელი გადარჩა.