აზია - ჩემპიონთა ლიგა არაბული ტრიუმფით

აზიის ჩემპიონთა ლიგა საუდის არაბეთის კლუბმა, ალ-ჰილალმა მოიგო.

ფინალი ორმატჩიანი იყო: შინ 1:0 იმარჯვეს იაპონურ ურავა რედ დაიმონდსთან და აი, მეორე შეხვედრაში 2:0 დაამატეს. მეორე გოლი ცნობილმა ფრანგმა ბაფეტიმბი გომისმა გაიტანა.

 

ალ-ჰილალმა ისტორიაში მესამედ მოიგო აზიის ჩემპიონთა ლიგა. გუნდის მწვრთნელი რუმინელი რაზვან ლუჩესკუა, წამყვანი ფეხბურთელები კი -  გომისი, ბრაზილიელი ნახევარმცველი კარლოს ედუარდო, პერუელი შუახაზელი ანდრე კარილიო და იტალიელი სებასტიან ჯოვინკო, რომელიც წლების განმავლობაში ამერიკულ კლუბებში თამაშობდა.    

 

სხვათა შორის, შოთა არველაძის გაწვრთნილი ფახთაქორი ჯგუფში ჩარჩა, მაგრამ სწორედ ალ-ჰილალი ჰყავდა ერთ-ერთ მეტოქედ და ერთი მატჩი მოუგო კიდეც - 1:0.