მარადონამ დინამოს ჩემპიონობა მიულოცა

დიეგო მარადონა ბრესტის დინამოს პრეზიდენტია

დიეგო მარადონამ ბრესტის დინამოს ბელორუსის ჩემპიონობა მიულოცა.

 

ლეგენდარული არგენტინელი 2018 წლის ზაფხულში კლუბის პრეზიდენტად დანიშნეს. მას შემდეგ დიეგო ბელორუსში არ გამოჩენილა. სამაგიეროდ, ამ ხნის განმავლობაში მან მექსიკური დორადოს გაწვრთნა მოასწრო, ახლა კი ის არგენტინული ხიმნასიის მთავარი მწვრთნელია.

 

„ფეხბურთელებს, გულშემატკივრებს, მენეჯერებს და ბრესტის დინამოს სამწვრთნელო შტაბს ვულოცავ ბელორუსის ჩემპიონობას!“, - დაწერა მარადონამ ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე.

 

 

 

შეგახსენებთ, რომ გასული 13 წლის განმავლობაში, ჩემპიონი ყოველთვის ბორისოვოს ბატე ხდებოდა.