სუპერლიგა. VII ტური. საუკეთესოები

ჩემპიონატის ლიდერს აკლია საუკეთესო მოთამაშე (გიორგი ტურძელაძე) და თსუ მაინც საინტერესო კალათბურთს ყომარობს. 

დინამო ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა გუნდია და ეს ორგანიზაცია გამოუცდელი ბიჭებით და სწორი მენეჯმენტით, მწვრთნელის საინტერესო სვლებით იგებს.

ბოლო ტურის საუკეთესოები ჩამოვყაროთ.

ჯეიმს მილიკენი (ქუთაისი) – 31 ქულა, 8 მოხსნა, 7 პასი მგზავრებთან მოგებულ თამაშში. მილიკენი ამ სეზონში იძულებით უფრო მონდომებულია და ეს ცუდი არ არის.

დევიდ მაკფარლანდი (თსუ) - სადაც საჭირო იყო, ბიჭმა ჩააგდო. სადაც საჭირო იყო - დაალაგა. სადაც საჭირო - გასცა. გუნდი იგებს და გუნდი ბალანსით იგებს. 19, 2 მოხსნა, 2 პასი. თსუმ ტიტები დაკრიფა.

კახაბერ ჯინჭარაძე (ოლიმპი) – 23 ქულა, 6 მოხსნა, 6 პასი, აგრესია შეტევაში და ენერგია დაცვაში - ოლიმპის უნივერსალმა მიიღო ის, რაც უნდოდა და - რაც დაიმსახურა.

ნიკოლა ტადიჩი (რუსთავი) - უბრალოდ, სტატისტიკას რომ გადახედოთ, ფორვარდი აქ ადგილს იმსახურებს. სანდო, სტაბილური, მრავალფეროვანი - ტადიჩი რუსთავის ერთ-ერთი ლიდერია. ბათუმთან მოგებულ ტესტში მან 18 ქულა, 15 (5 - შეტევაში) მოხსნა და 4 პასი დაირტყა.

სედრიკ ქაუნსილი (დინამო) – 8 მოხსნა შეტევაში და ტოტალური დომინაცია ფარზე. ქაუნსილმა ამ რეგულარულში საუკეთესოდ შეასრულა საშინაო დავალება. ქაუნსილი იყო კლასი.

 

მთავარი მწვრთნელი - ლექსო ლაფანაშვილი (თსუ). ჩემპიონატის ლიდერს აკლია საუკეთესო მოთამაშე (გიორგი ტურძელაძე) და თსუ მაინც საინტერესო კალათბურთს ყომარობს. შეაგხსენებთ, რომ ამ გუნდის ენერგიას და სურვილს ლექსო ლაფანაშვილი აკონტროლებს.

საუკეთესო მოთამაშე - კახაბერ ჯინჭარაძე (ოლიმპი). ამ სეზონში ოლიმპი ბევრს მოიგებს. და, თუ მოიგებს, ჯინჭარაძე ფორმაში უნდა იყოს. გუნდის ყველაზე მიმწოლი და მთქმელი მოთამაშე.

ფოტო: www.gbf.ge