აბა, ჩემს შვილს ხომ არ მოვჭრი თავს?..

რას გაუგებ ნაპოლის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს?! ბრაზილიელ ნახევარმცველ ალანს ჩამოაკლო 200 000 ევრო, რაც ფეხბურთელის ნახევარი თვის ხელფასია.

მიზეზი ისაა, რომ ალანი დე ლაურენტისის შვილთან, ედო დე ლაურენტისთან წაკინკლავდა. ლომი და კატასი არ იყოს, აბა, ჩემს შვილს ხომ არ მოვჭრი თავსო...

 

რამდენიმე დღის წინ დაიწერა, რომ დე ლაურენტისს გადაწყვეტილი აქვს, სხვა ფეხბურთელებიც დააჯარიმოს.

 

ეს ყველაფერი კი დაიწყო მას მერე, რაც ცუდი შედეგებით გაბრაზებულმა პრეზიდენტმა მოთამაშეებს უბრძანა, კლუბის ბაზაზე ეცხოვრათ, მაგრამ ზალცხბურგთან 1:1–ის შემდეგ ფეხბურთელები აბუნტდნენ და ბრძანება აღარ შეასრულეს. ამბობენ, ბუნტის ინიციატორი სწორედ ალანი იყოო.