უმტიტი: "ბარსელონა ყველგან ფავორიტია, ჩვენ ყველაფრის მოგება გვსურს"

ფრანგმა განაცხადა, რომ ტრავმა აღარ აწუხებს და ის სრულ მზადყოფნაშია.

ბარსელონას მცველმა, სამუელ უმტიტიმ, დორტმუნდის ბორუსიასთან წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსებზე ისაუბრა.

 

„ჩვენ მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი ვართ. ბარსელონა ყველა ტურნირის ფავორიტია, რადგან ჩვენ საუკეთესო ფეხბურთელები გვყავს. სწორედ ამიტომ, ნებისმიერ შეხვედრაში მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძვით. რომელია მთავარი ტურნირი? ჩემპიონთა ლიგა, ლა ლიგა, სუპერთასი - ჩვენ ყველაფრის მოგება გვსურს“.

 

 „ტრავმა აღარ მაწუხებს, ჩემი მუხლი მწყობრშია. თავს კარგად ვგრძნობ და ერთადერთი, რაზეც ვფიქრობ - ეს შემდეგი მატჩია“, - თქვა უმტიტიმ.

 

შეგახსენებთ, რომ ბარსელონას და დორტმუნდის ბორუსიას მატჩი 27 ნოემბერს, თბილისის დროით 23:59 საათზე დაიწყება. ამ გუნდების ბოლო შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 0-0 დასრულდა.