რუსეთი ახალ დოპინგ სკანდალში

მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ ახალი ანგარიში შეადგინა - რუსეთს სერიოზული პრობლემები აქვს

გავლენიანი ამერიკული გამოცემა, The New York Times იწყება, რომ WADA-ს (მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტო) ახალი ანგარიშის მიხედვით, რუსეთს ყველა საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა უნდა აეკრძალოს.

 

აღნიშნული სასჯელი რუსულ სპორტს მხოლოდ ოლიმპიურ სახეობებში არ დააზარალებს. ამერიკელი ჟურნალისტების ინფორმაციით, საუბარია სპორტის ყველა იმ სახეობაზე, რომელიც WADA-ს კოდექსს ექვემდებარება - მათ შორის FIFA. სასჯელის ამოქმედების შემთხვევაში, რუსეთის ნაკრების მონაწილეობა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შეუძლებელი იქნება.

 

ანგარიში მხოლოდ სპორტსმენებს არ ეხება. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის სამთავრობო მაღალჩინოსნებს საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებზე დასწრება უნდა აეკრძალოთ. გარდა ამისა, რუსეთს მომდევნო 4 წლის განმავლობაში ნებისმიერი საერთაშორისო ტურნირის მასპინძლობა უნდა აეკრძალოს.

 

შეგახსენებთ, რომ რუსი სპორტსმენების მონაწილეობით ეს არ გახლავთ პირველი დოპინგ-სკანდალი. დოპინგ დარღვევების გამო, 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე რუს სპორტსმენებს მათი ქვეყნის სახელით ასპარეზობა აეკრძალათ, რის გამოც ისინი ნეიტრალური წარმომადგენლების სტატუსით გამოვიდნენ.