80-მილიონიანი ჩინური

მანჩესტერი სპონსორს იცვლის

კრიზისის მიუხედავად, მანჩესტერმა მალე, შესაძლოა, სატიტულო სპონსორი შეიცვალოს და შედეგად მიღებული თანხა სარეკორდო აღმოჩნდეს...

 

ინგლისელები ამბობენ, რომ კლუბის ამერიკელმა აღმასრულებელმა დირექტორმა ედ ვუდვორდმა Chevrolet-ს ჩინური კომპანია Haier-ი ამჯობინება და მოლაპარაკება უკვე ბოლოში გაიყვანა. 

Chevrolet-ი ინგლისურ გრანდთან 2014 წლიდან თანამშრომლობს, მაგრამ ეტყობა საქმეები აიწეწა, რის შედეგადაც მალე მანჩესტერელთა მაისურზე Haier-ი ამოიკითხება. კონტრაქტის შეწყვეტისთვის გადასახდელ თანხას კი ვუდვორდი Chevrolet-ს Haier-დან მიღებული ბევრი მილიონიდან გადაუხდის. 

ითქვა, რომ მანჩესტერი საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებელი ჩინური გრანდისგან წელიწადში 80 მილიონ ევროს მიიღებს.