ლორიას მხარს გულშემატკივრების 65% უჭერს - გახდება კვიპროსის საუკეთესო მეკარე?

გიორგი ლორია აღიარებასთან ახლოსაა

კვიპროსის ჩემპიონატის საუკეთესო მეკარეთა შორის, Shootandgoal-ის მიერ ორგანიზებულ გამოკითხვას „ანორთოსის“ კარის დარაჯი გიორგი ლორია დიდი უპირატესობით ლიდერობს.

 

ქართველმა მონაწილეობა ანორთოსის რიგებში ყველა (9) შეხვედრაში მიიღო, ხუთი გოლი გაუშვა და ექვს საუკეთესო მეკარეს შორის დაასახელეს. Shootandgoal-ის გამოკითხვის მიხედვით, ლორიას მხარს მომხმარებლების 65 პროცენტი უჭერს