წიგნი იტალიაში... ვიტალი დარასელიაზეც

საინტერესო სტატიას მივაგენით ერთ-ერთ იტალიურ საიტზე. გამოვიდა სერჯო ტაკონეს წიგნი, სადაც ქართველ ფეხბურთელზეც არის მოთხრობილი, კერძოდ, 37 წლის წინ გარდაცვლილ ვიტალი დარასელიაზე.

მწერალი მოგვითხრობს საინტერესო, სახალისო და ასევე ტრაგიკულ ისტორიებზე. განსაკუთრებულ მოვლენებზე, ამასთან, კულისებს მიღმა მომხდარ ამბებზე.

 

მარჩელო ლიპის ინტერში გატარებული პერიოდი; არგენტინელ დიქტატორ ვიდელას როლი 1978 წლის მუნდიალის პერიოდში; რობერტო მანჩინის გატარებული დღე, როცა მანჩესტერ სიტი ინგლისის ჩემპიონი გახდა და ასე შემდეგ...

 

სტატიაში დარასელიაზე უწერიათ, რომ 1981 წელს თასების თასის ფინალში ქართულ (საბჭოთა კავშირი არ წერია, რაც საინტერესო და სასიამოვნოა) თბილისის დინამოს ბოლო წუთებზე გატანილი გოლით მოაგებინა. ბუნებრივია წერია ტრაგედიაზე, რომელიც ვიტალის და მთლიანად ქართულ ფეხბურთს 1982 წლის დეკემბერს შეემთხვა.

 

წიგნის სათაურია „ბოლო სუნთქვაზე“.