მატჩი რომელზე დასწრებაც 300 ათას ადამიანს სურდა

ევროპა ლიგის მატჩმა ზედმეტად დიდი ინტერესი გამოიწვია

ევროპა ლიგის მეხუთე ტურში მანჩესტერი ასტანას ესტუმრება. როგორც ჩანს ამ მატჩისადმი ზედმეტად დიდი ინტერესია. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ შეხვედრაზე დასწრება 300 ათას ადამიანს სურდა. სწორედ ამდენი განაცხადი შევიდა ბილეთების მოთხოვნით.

 

აღსანიშნავია, რომ მატჩზე დასწრების მსურველთა უმრავლესობა ბილეთის გარეშე დარჩება, რადგან ასტანას სტადიონი 30 ათას ადამიანს იტევს. ისიც სათქმელია, რომ სულშერმა ყაზახეთში 10 ისეთი ფეხბურთელი წიაყვანა, რომლებსაც მთავარ გუნდში არ უთამაშია.

 

ევროპა ლიგის L ჯგუფში მანჩესტერს 10 ქულა აქვს, ცხრილის სათავეშია და დიდი ალბათობით ჯგუფიდან სწორედ პირველი ადგილით გავა. რაც შეეხება ასტანას, გრიგორჩუკის შეგირდები 0 ქულით ბოლო ადგილზე არიან.