ობამეიანგი ესპანურ რადარზე გამოჩნდა

დიდი ალბათობით გაბონელი ზამთარში არსენალს დატოვებს

პიერ-ემერიკ ობამეიანგმა შესაძლოა კარიერა ბარსელონაში გააგრძელოს. ცნობილია, რომ გაბონელის გადაბირება რეალსაც სურს, თუმცა როგორც უცხოურ პრესაში იწერება, სატრანსფერო ელ კლასიკოში ბლაუგრანა ლიდერობს. აქვე გეტყვით, რომ ბარსას მესვეურები ლონდონელთა გოლეადორს სუარესის შემცვლელად მიიჩნევენ.

 

არახალია, რომ მეთოფეების დატოვებაზე თავად ფეხბურთელიც ფიქრობს. ბრიტანული მედიის ცნობით, იმ შემთხვევაში თუ უნაი ემერი არსენალში დარჩება, ობამეიანგი გუნდის გამოცვლაზე იზრუნებს.

 

ობამეიანგი არსენალში 2018 წლის დასაწყისში დორტმუნდიდან გადავიდა და გუნდის ლიდერად იქცა. 30 წლის ფორვარდმა ამ სეზონში 15 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.