ჰავერცის მომავალს ესპანურ გრანდს უკავშირებენ

Bild: ამომავალი გერმანელი ვარსკვლავი ბარსელონაში გადავა 

Bild-ის ინფორმაციით, ლევერკუზენის ბაიერის ნახევარმცველი, კაი ჰავერცი კარიერას ბარსელონაში გააგრძელებს. 20 წლის გერმანელის აგენტმა დაადასტურა, რომ კატალონიელებთან მოლაპარაკებას აწარმოებს.

 

ბარსელონას გარდა, ჰავერცით არაერთი ევროპული გრანდია დაინტერესებულია, მათ შორის: ბაიერნი, ლივერპული, ჩელსი, მანჩესტერ სიტი, მანჩესტერ იუნაიტედი და მადრიდის რეალი. გერმანული მედიის ცნობით, ამ ბრძოლის ფავორიტები ლურჯ-ბროწეულისფერები და მიუნხენის ბაიერნი არიან.

 

ბაიერის შემტევის ფასი 100 მილიონ ევროს აჭარბებს. როგორც ცნობილია, ტრანსფერი უახლოეს მომავალში განხორციელდება.

 

მიმდინარე სეზონში ჰავერცმა ბაიერის შემადგენლობაში 16 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მის ანგარიშზეა 3 გატანილი გოლი და 1 საგოლე პასი. ბაიერთან კონტრაქტი ახალგაზრდა გერმანელს 2020 წლის ზაფხულში ეწურება.