მესი - 700

არგენტინელი ბარსას რიგებში მე-700 მატჩს ატარებს

ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში  ბარსელონა დორტმუნდის ბორუსიას შეხვდა. აღნიშნული მატჩი ისტორიულია კატალონიელთა ლეგენდარული ფორვარდისთვის, ლიონელ მესისთვის. ბარსელონას შემადგენლობაში არგენტინელისთვის ეს მე-700 ოფიციალური მატჩი აღმოჩნდა.

 

 

32 წლის შემტევი ბარსას მთავარი გუნდის ღირსებას 2004 წლიდან იცავს. უამრავ პირად და გუნდურ რეკორდთან ერთად, ამ ხნის განმავლობაში მან ესპანეთის ჩემპიონატი 10-ჯერ მოიგო, 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე გაიმარჯვა და ოქროს ბურთი 5-ჯერ მიიღო.