ფიფას რეიტინგი: საქართველო ოთხმოცდაათიანებში

გამოქვეყნდა ფიფას რეიტინგი და საქართველოს ნაკრები ერთი საფეხურით დაქვეითდა: ამჟამად 91–ე ადგილზეა.

 ბოლო ერთ თვეში, როგორც იცით, ვლადიმირ ვაისის გუნდი ორჯერ დამარცხდა. შვეიცარიასთან 0:1 და ხორვატიასთან 1:2.  

 

მთავარი მატჩი საქართველოს 26 მარტს ელის ბელარუსთან, რომელიც ოთხი საფეხურით გვისწრებს. ჩრდილოეთ მაკედონია საკმაოდ (68) წინაა, კოსოვოს 115–ე ადგილი კი იმითაა განპირობებული, რომ ფიფა–ში ახალი გაწევრიანებულია და ჯერ საკმარისი რაოდენობის მატჩი არც ჩაუტარებია.     

 

  1. ბელგია – 1765
  2. საფრანგეთი – 1733
  3. ბრაზილია – 1712
  4. ინგლისი – 1661
  5. ურუგვაი – 1645
  6. ხორვატია – 1642
  7. პორტუგალია – 1639
  8. ესპანეთი – 1636
  9. არგენტინა – 1623
  10. კოლუმბია – 1622

68. ჩრდ.მაკედონია – 1347 

87. ბელარუსი – 1280

91. საქართველო – 1267 

115. კოსოვო – 1174