ჯანი აფრიკაშია

 ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ აფრიკელებს შესათავაზა, ერთიანი საფეხბურთო ლიგა შექმნან, რადგან ეს უფრო მეტად დააინტერესებს ინვესტორებს და ლიგაც პრესტიჟული გახდება. 

ინფანტინომ დემოკრატიულ კონგოში გამართულ კონგრესზე ისაუბრა:

 

„უპირველესად, 20 საუკეთესო კლუბით თუ დაიწყებთ, კარგი იქნება. ასეთი ტურნირი მინიმუმ 200 მილიონი დოლარის მოგებას მოიტანს. აუცილებელია, რომ აფრიკელი ფეხბურთელების ევროპაში ასეთი ტემპით გადინება შეწყდეს. თუ პირობები ექნებათ, ბუნებრივია, ფეხბურთელებს თავის ქვეყანაში, ან თავის კონტინენტზე უფრო მოუნდებათ თამაში. მსურს, აფრიკული ფეხბურთი უფრო მაღლა ავიდეს“.