დასრულდა... ცხინვალი ლიგა 3–ში გავარდა

ეროვნულ ლიგა 2–ში ბოლო ტურის სამი მატჩი გაიმართა და ყველაფერი გაირკვა: ცხინვალი ბოლო ადგილზე გავიდა და პირდაპირ გავარდა ლიგა 3–ში, ხოლო ფოთის კოლხეთი გადარჩა. დროებით გადარჩა თუ წლეულს საბოლოოდ, ეს გადათამაშებაში გაირკვევა.

კოლხეთს დასარჩენად ფლეი–ოფი მოუწევს წყალტუბოს სამგურალთან.

 

ფლეი–ოფის მეორე წყვილი კი იქნება არაგვი (დუშეთი)–გურია (ლანჩხუთი).

 

ბოლო ტურამდე კოლხეთი ბოლო ადგილზე იყო, მაგრამ ლიდერ მერანს მოუგო და ასე გადარჩა. თუმცა ისე გამოჩნდა, რომ ფრეც საკმარისი იქნებოდა. აი, ცხინვალი კი გაგრასთან უშანსოდ დამარცხდა – 2:5.  

 

ცხინვალს ისეთი ფინანსური პრობლემები ჰქონდა, რომ მოსალოდნელიც იყო მათი გავარდნა.

  

ცხინვალი – გაგრა 2:5


გოლები: 0;1 ქობულაძე (3), 1:1 აშორტია (5), 1:2 შეწირული (45), 1:3 მანაგაძე (56), 1:4 ობოლაძე (68), 2:4 მადუბუიკე (84), 2:5 ნიკოლაშვილი (85)

 

გაძევება: ნარიმანიძე (88, ცხ)

 

შევარდენი – გურია 2:3


გოლები: 0:1 ლომსაძე (19), 0:2 ებრალიძე (27), 1:2 ჩეპურჩეკო (33), 2:2 ციკოლია (41), 2:3 შარაშენიძე (86)  

 

კოლხეთი – მერანი 2:1 


გოლები: 0:1 დეისაძე (45), 1;1 ნინუა (50 პენ), 2:1 ხაბელაშვილი (53 საკ.კარში)

 

30 ნოემბერს 14:00 საათზე დაიწყება: თელავი–ზუგდიდი, სამტრედია–შუქურა