ევრო-2020... ველოდებით წილისყრას

 30 ნოემბერს თბილისის დროით 21:00 საათზე ბუქარესტში ევროპის ჩემპიონატის წილისყრა ჩატარდება. 

როგორც იცით, ევრო-2020 12 სხვადასხვა ქვეყანაში გაიმართება, ფორმატი კი იგივე იქნება, როგორც წინა ევროპაზე და ასევე, 1986, 1990 და 1994 წლების მუნდიალებზე: 24 გუნდი, 6 ჯგუფი და მერვედფინალში ორ-ორი გამარჯვებულის გარდა, ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსნის გასვლა.

 

კალათებიც ცნობილია და ასევე, ზოგიერთ ჯგუფში უკვე გარკვეულები არიან მეტოქეები. ეს მასპინძლის ფაქტორიდან გამომდინარე. აი, მაგალითად, ბელგიის ჯგუფი ლამის დაკომპლექტებულია: ბელგია, დანია, რუსეთი და მეოთხეც სანახევროდ ცნობილია - ფინეთი, ან უელსი.

 

კალათები

 

ბელგია, იტალია, ინგლისი, გერმანია, უკრაინა, ესპანეთი

 

რუსეთი, ჰოლანდია, საფრანგეთი, პოლონეთი, ხორვატია, შვეიცარია

 

პორტუგალია, დანია, თურქეთი, ჩეხეთი, ავსტრია, შვედეთი

 

უელსი, ფინეთი, ფლეი-ოფის A, B, C და D გზიდან გასულები

 

D ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა. გავა ოთხიდან ერთი: საქართველო, ბელარუსი, კოსოვო, ან ჩრდილოეთ მაკედონია.

 

ცნობილია და 22 ნოემბერს უკვე გვეწერა, რომ აქედან გასული ევროპაზე ან C ჯგუფში მოხვდება ჰოლანდიასთან, უკრაინასთან და კიდევ ერთ უცნობთან, ან F ჯგუფში გერმანიასთან და კიდევ ორი უცნობთან. ეს ყველაფერი დღეს გაირკვევა.