შტურმის მწვრთნელი: კიტეიშვილი ჩასახუტებელია

რაც ოთარ კიტეიშვილი გრაცის შტურმში გადავიდა, გუნდმა 53 მატჩი ჩაატარა და ქართველმა 52–ში ითამაშა.

 ავსტრიული kleine zeitung–ი წერს, რომ კიტეიშვილი შტურმის ჩუმი ლიდერია, რომელიც დიდ სამუშაოს ასრულებს მოედანზე და საშუალოდ ერთ მატჩში 12 კილომეტრზე მეტს ფარავს...

 

„მართალია, საქართველოს ჩემპიონატი ავსტრიისას ჩამორჩება, მაგრამ ფიზიკურად იქაც მზად უნდა იყო.

 

...ოჯახი? ჯერ თასი უნდა მოვიგოთ, მერე ევროპა ლიგაზე გავიდეთ, მერე კი ოჯახი და შვილები. როგორი წარმომიდგენია ჩემი შვილი? ალბათ ისეთივე მშვიდი, როგორიც მე ვარ. რა თქმა უნდა, საქართველო მენატრება. დედა, მამა, სამი ძმა... გრაცი ჩემი პირველი უცხოური ქალაქია და თავიდან მართლაც გამიჭირდა აქ ცხოვრება, მაგრამ მივეჩვიე.

 

...ჩვენს მწვრთნელ ნესტორ ელ მაესტროს რაც შეეხება, დიდებული სპეციალისტია. გუნდიც ერთი ოჯახია“.  

 

ნესტორ ელ მაესტრო კი კიტეიშვილზე ამბობს:

 

„ის ყოველთვის მაქსიმალურად იხარჯება. გუნდში უყვართ და არა მხოლოდ საფეხბურთო თვისებების გამო. ოთარი, უბრალოდ, ჩასახუტებელი ადამიანია".