მოურინიოს ბურთის მიმტანი ბიჭი არ დაავიწყდა

ჟოზეს არაფერი ავიწყდება

ოლიმპიაკოსთან ტოტენჰემის მშვენიერ „ქამბექში“ თავისი წვლილი ბურთის მიმტანმა ბიჭმა („ბოლ ბოი“) შეიტანა. მან ლონდონელების შეტევის ტემპი არ დააგდო, აუტის დროს ორიეს ბურთი სწრაფად მიაწოდა და, საბოლოოდ, ეს ყველაფერი მათთვის გოლის მომტანი გამოდგა.

 

 

15 წლის „ბოლ ბოის“ სახელი, კალუმ ჰაინსი, საფეხბურთო სამყაროსთვის ცნობილი მაშინვე გახდა. მოურინიომ ის ვერ იპოვა, რადგან მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ, ბავშვი სახლში მაშინვე გაემართა. ეს ყველაფერი გასაკვირი არ არის, რადგან ის ესექსში ცხოვრობს, რომელიც ლონდონიდან 70 კილომეტრში მდებარეობს.

 

„სახლში მისული მაშინვე მათემატიკის მეცადინეობას შევუდექი.

 

რაც სტადიონზე მოხდა, არარეალურს ჰგავს. საერთოდ არაფერზე ვფიქრობდი, უბრალოდ მინდოდა ბურთი თამაშში სწრაფად დამებრუნებინა. გოლიც არ მინახავს, თვალი მხოლოდ ჰარი კეინის ზეიმს მოვკარი. ყველაფერი გამეორებაზე ვნახე.

 

მხოლოდ მეღიმება - დაუჯერებელი რამ მოხდა. ჟოზე რომ მოვიდა, მისი მხრიდან ძალიან მაგარი ჟესტი იყო. ეს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო მომენტი გამოდგა. სპურსი მიყვარს და ეს წამები არასდროს დამავიწყდება,“ - თქვა კალუმმა

 

 

ჟოზემ, ბორნმუთთან მატჩის წინ, გუნდთან ერთად პატარა ბურთის მიმტანი ბიჭი ლანჩზე დაპატიჟა.