8. რუსთავი, 9. სიონი... გაირკვა, ვინ ვისთან

ეროვნულ ლიგაში ბოლო ტურის ორი მატჩი გაიმართა. მთავარი, რაც გასარკვევი იყო, ვინ გავიდოდა მერვე და ვინ – მეცხრე ადგილზე. სიონი თუ რუსთავი? 

პირველი ტაიმის მერე ყველაფერი ბოლნისელთა სასარგებლოდ მიმდინარეობდა, მერე კი უკუღმა დატრიალდა.

 

საბურთალომ მეორე ტაიმის 11–წუთიან მონაკვეთში სამი გოლი გაუტანა სიონს და საბოლოოდ, 5:1 მოუგო. რუსთავმა კი დილასთან 0:2 ჩამორჩენა აღმოფხვრა, 2:2 ითამაშა და მერვეზე გავიდა.

 

სხვათა შორის, ორივე ამ შეხვედრაში პირველ წუთზე გავიდა გოლი. საბურთალოდან ლაშა კოხრეიძემ და დილადან ნუგზარ სპანდერაშვილმა.

 

დარჩა ფლეი–ოფები: სიონი – სამტრედია, თელავი – რუსთავი.  როდის გაიმართება ეს მატჩები, ჯერ უცნობია.      

 

რუსთავი – დილა 2:2

გოლები: 0:1 სპანდერაშვილი (1), 0:2 წიქარიძე (9), 1:2 ბაირამოვი (61), 2:2 სიჭინავა (76)

 

საბურთალო – სიონი 5:1

გოლები: 1:0 ლაშა კოხრეიძე (1), 1:1 ტატანაშვილი (20), 2:1 ლაშა კოხრეიძე (49), 3;1 გაბედავა (57), 4:1 მალი (60), 5:1 ალთუნაშვილი (86)

 

ეროვნულ ლიგაში დარჩა სამად–სამი მატჩი, მაგრამ წყდება ჩემპიონობა...

 

1 დეკემბერი

 

14:00. წყალტუბო. 26 მაისი. ტორპედო – ჩიხურა

 

16:00. თბილისი. მიხეილ მესხი2. ლოკომოტივი – დინამო ბათუმი

 

16:00. თბილისი. დინამო არენა. დინამო თბილისი – ვიტ ჯორჯია

 

სალომე ბალახაშვილის ფოტო