ლივერპული საკუთარ რეკორდს გაუთანაბრდა

ლივერპულის დაუმარცხებელი სერია გრძელდება

ინგლისის პრემიერლიგის მე-14 ტურში ლივერპულმა ბრაიტონი ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

კლოპის შეგირდები ინგლისის ჩემპიონატში უკვე ზედიზედ 31 შეხვედრაში არ დამარცხებულან. ამ მაჩვენებლით, ლივერპული საკუთარ რეკორდს გაუთანაბრდა. 1987 წლის მაისიდან 1988 წლის მარტამდე კენი დალგლიშის გაწვრთნილი ლივერპული არ მარცხდებოდა, რაც 31 მატჩია.

აღსანიშნავია, ინგლისის პრემიერლიგის დაარსებიდან (1992 წლიდან) მერსისაიდელებს ამ ხანგრძლივობის დაუმარცხებელი სერია არასდროს ჰქონიათ.

შეგახსენებთ, რომ კლოპის გუნდი 14 ტურის შემდეგ მოპოვებული 40 ქულით პირველ პოზიციას მყარად ინარჩუნებს.